უჩაშონას რწმუნებული სცემეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონას ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს ბეჟან ჭურღულიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ახალსოფლის რწმუნებულმა, ლადო ქვარცხავამ “newsportal.ge”-ს განუცხადა, რომ ჭურღულია “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა ნიკა ჭურღულიამ და გიგა მაქაცარიამ სცემეს. მისი თქმით, ინციდენტი შელაპარაკებას მოყვა.

“ბეჟან ჭურღულია, მე და ოფაჩხაფეს რწმუნებული ბესიკ კოზუა, სამუშაო ოთახში ვისხედით, რა დროსაც გიგა მაქაცარიამ და ნიკა ჭურღულიამ ბეჟანი გაიყვანეს. ჩოჩქოლის ხმაზე ჩვენც გამოვედით. უკვე ხელჩართული ჩხუბი იყო. მაქაცარია და ჭურღულია ურტყამდნენ ბეჟანის, რომ ვიკითხეთ რა მოხდა, გვითხრეს, რომ ჩხუბის დაწყებამდე ჭურღულია უყვიროდა ბეჟანს რატომ მიწოდე “ნაციონალიო”, რასაც შელაპარაკება მოყვა და გადაიზარდა ჩხუბში”,- განაცხადა ქვარცხავამ.

ბეჟან ჭურღულია ამჟამად დაკითხვაზე ზუგდიდის სამმართბველოში იმყოფება. “newsportal.ge” თემაზე ამ წუთებშიც მუშაობს. დამატებით დეტალებს გარკვევისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი