„ნაციონალური მოძრაობა” ახალსოფლის ინციდენტში მათი აქტივისტების მონაწილეობას უარყოფს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში ნაციონალური მოძრაობის შტაბი უჩაშონაში მომხდარ დაპირისპირებაში მათი აქტივისტების მონაწილეობას უარყოფს. როგორც შტაბის ხელმძღვანელი ბაკურ როგავა აცხადებს, გიგა მაქაცარია ნამდვილად არის მათი აქტივისტი, თუმცა ინციდენტში არ მიუღია მონაწილეობა.მისი თქმით, ნიკა ჭურღულია კი მათი არც აქტივისტია და არც მხარდამჭერი.

„როგორც სოფლის მცხოვრებლებმა გვითხრეს, იყო მხოლოდ შელაპარაკება და არანაიარი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. ეს შელაპარაკებაც ეხებოდა პირად საკითხებს და არანაიარი პოლიტიკური სარჩული ამ ყველაფერს არ ჰქონია. ნიკა ჭურღულია არის ბეჟან ჭირღულიას ნათესავი და დარწმუნებული ვარ შერიგდებიან”, – განაცხადა როგავამ.

შეგახსენებთ, რომ ახალსოფლის რწმუნებულის ლადო ქვარცხავას ინფორმაციით, სოფელ უჩაშონას ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ბეჟან ჭურღულია, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა ცემეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი