უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები სოციალურ ქსელში წერენ.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ბესო ლომიძე და დათო გოგაძე არიან.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არაოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი