უკრაინაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ფაქტს ადასტურებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. გარდაცვლილი მებრძოლი წალენჯიხელი ედიშერ კვარაცხელიაა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, უკრაინაში საქართველოს საელჩოსთვის ინფორმაცია ცნობილია და  საელჩო ამ დროისთვის დეტალებს აზუსტებს.

ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, 20-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი