უკრაინიდან ჩამოყვანილი ბავშვები სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ გადავლენ

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის დაკავების შემდეგ ბავშვები, რომლებზეც ის ამტკიცებდა, რომ მისი შვილები არიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ გადავლენ.

ქალი ტრეფიკინგის ბრალდებით გვიან ღამით დააკავეს, სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ რვა ბავშვიდან ექვსი თბილისში, ორი კი ქუთაისის მცირე საოჯახო ტიპის სახლში არიან გადაყვანილები. მათი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ორი მცირეწლოვანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მას შემდეგ, რაც კლინიკაში მყოფი ორი ბავშვი გაეწერება ისინიც სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ გადავლენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი