უშგულში კოშკი და მაჩვიბი ჩამოინგრა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში ერთ-ერთი კოშკი ჩამოინგრა. მესტიის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ნგრევა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მისივე თქმით, სპეციალური ჯგუფი კოშკის მდგომარეობას უკვე სწავლობს. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

“ამ კოშკთან იდგა მაჩვიბი (ძველი სვანური სახლი), თუმცა იქ არავინ ცხოვრობდა, ეს შენობაც დაზიანდა კოშკის ჩამონგრევის შედეგად. კოშკის გვერდიტ კიდევაა სახლი, იქ მუშები ცხოვრობენ, თუმცა, საბედნიეროდ, არც ერთი დაშავებულა, იმ სახლს არ შეხებია ნანგრევები”, – აცხადებს “Newsportal.ge”-თან საუბრისას ჟორჯოლიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი