უხვი ნალქეის შედეგად ფოთში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ფოთში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან ჩოჩიას განცხადებით, ქალაქში მოქმედი შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყალს გადინება გაუჭირდა. მისივე თქმით,   პრობლემურ ადგილებზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები.

ძლიერი წვიმა გუშინ საღამოს საათებში დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროისთვის, ფოთში აღარ წვიმს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი