პასუხი არ გაქვთ ემიგრანტებზე, უმუშევარ ადამიანებზე – ვაშაძე მთავრობას

პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხმაური საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენისას გიორგი ვაშაძის განცხადებამ გამოიწვია, მას “ქართული ოცნების” წევრები დაუპირისპირდნენ. გიორგი ვაშაძეს დაჩი ბერაია და მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ.

“სტატისტიკასაც მოგცემთ, ბოლო ერთ თვეში რატომ არ გაატარეთ რეგისტრაციაში საკონსულო აღრიცხვაზე, აბა ნახეთ რამდენი წერილია მხოლოდ ჩემგან… რა გაყვირებთ ხალხო, ყვირილით, ფიქრობთ, რომ გადაფარავთ თქვენს ანტიქართულ ქმედებებს? რას ამტკიცებთ ყვირილით. ამტკიცებთ, რომ მტყუანი ხართ, რომ პასუხი არ გაქვთ ემიგრანტებზე, უმუშევარ ადამიანებზე, გაჭირვებულ ადამიანებზე… რატომ იზრდება ფასები. ყვირილი და პროვიკაცია. რატომ არის მძიმე მდგომარეობა? ყვირილი და პროვოკაცია. იპროვოკატორეთ ახლა. ღოჩაღ, დაგიფასებენ დღეს ალბათ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ხედავს, აი ეს არის, ხალხო, აი ეს არის პასუხი კითხვებზე, რომელიც თქვენ გაქვთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი