ვახტანგ ცხადაიამ საკუთარი არჩევანი გააკეთა

„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვახტანგ ცხადაიამ, საკუთარი არჩევანი #1 საარჩევნო უბანზე გააკეთა. ის საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა. როგორც დეპუტატობის კანდიდატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან არჩევანი ქალაქის სასარგებლოდ გააკეთა.

„იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ, ზუგდიდი გააკეთებს საუკეთესო არჩევანს. ყველა კანდიდატი ღირსეულია, მაგრამ გაიმარჯვებს საუკეთესო“, – განაცხადა ვახტანგ ცხადაიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი