ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა მსოფლიო რუკაზე იარსებებს? – მედვედევი

“ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? თუმცა ამერიკელებისთვის სულერთია”, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.

„ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, „ლენდ-ლიზით“ სურს ოკეანისიქითა მფლობელებისგან მიიღოს LNG (თხევადი ბუნებრივი აირი) 2 წელიწადში გადახდის პირობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ გაიყინება ამ ზამთარში. ისმის კითხვა: და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? თუმცა ამერიკელებისთვის სულერთია – მათ იმდენი ინვესტიცია ჩადეს პროექტში „ანტი-რუსეთი“, რომ დანარჩენი მათთვის წვრილმანია”, – წერს მედვედევი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი