ვის აირჩევენ ზუგდიდის რაიონისა და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოების თავმჯდომარეებად

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხვალ 14:00 საათისთვის დაგეგმილ სხდომაზე უწყების თავმჯდომარის არჩევას გეგმავს. “Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, მმართველი გუნდი თვამჯდომარეობის კანდიდატად დეპუტატ მაიზერ ნანავას წარგენას გეგმავს. საკითხზე საკრებულოს პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი განიხილება სავარაუდოდ, ხვალ 11:00 საათზე დაგეგმილ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზეც, თუმცა პრესსამსაურში განმარტავენ, რომ განსახილველ საკითხებს შორის აღნიშნული თემის არსებობის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” კანდიდატურას, “Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა ამ შემთხვევაში არჩევანი საკრებულოს წევრ გოგა ღადუაზე შეაჩერა და სწორედ მისი წარდგენა იგეგმება უახლოეს სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოების ახალი თავმჯდომარეების არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგსი, რაც წინა თავმჯდომარეებმა, ლაშა გოგიამ გამგებლის შუალედურ არჩევნებში, მერაბ ქვარაიამ კი საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი