კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება ჰგავს შეჯიბრს, ვინ უფრო მოეწონება გარე დამფინანსებელს – ვოლსკი

არსებობს უზარმაზარი შავი ლაქა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდს დღემდე მოჰყვება. ეს არის დაკარგული ტერიტორიები, გაუბედურებული ოჯახები და სისასტიკე. მათ შორის დაპირისპირების მთავარი თემაც სწორედ აქ არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ადამიანები, რომლებიც ამ დაპირისპირებაში შედიან, პირდაპირ იყვნენ ჩართული დანაშაულებრივ პროცესში ან ამ პროცესის მიმართ ლოიალურად იყვნენ განწყობილი.

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება ჰგავს რაღაც შეჯიბრს, ვინ უფრო მოეწონება გარე დამფინანსებელს ან საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სადისტური მართვის პერიოდი არ ახსოვს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი