წალენჯიხის, ზუგდიდის და მესტიის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას ხვალ, 17 აგვისტოს ელექტრომომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო  17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება შემდეგ რაიონებსა და ქალაქებში მცხოვრებ მომხმარებელს:

წალენჯიხა – 10:00-დან 14:00 საათამდე 88 აბონენტს სოფელ ლიას ნაწილში; 10:30-დან 18:00 საათამდე 341 აბონენტს სოფელ ობუჯის ნაწილში.

ზუგდიდი – 11:00-დან 18:30 საათამდე 1698 აბონენტს სოფლებში: რუხი და რიყე; 12:00-დან 18:30 საათამდე 8 აბონენტს სოფელ ჭითაწყარში – სამხარეო პოლიცია და კომერციული ობიექტები.

მესტია – 11:00-დან 17:00 საათამდე 16 აბონენტს სოფლებში: ზარდლაში, ჟიბიანი, არცხელი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი