წარმატებულ მოსწავლეებს ზუგდიდის მერიამ აკვაპარკში უმასპინძლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, შ.პ.ს. “ანაკლიის აკვაპარკის” მხარდაჭერით, რომელიც განმუხურში მდებარეობს წარმატებულ მედალოსან მოსწავლეებს უმასპინძლა.

სპეციალურად ახალგაზრდებისთვის ანაკლიის აკვაპარკში ბენდ “ლაუდსპიკერსის” კონცერტი და ფერების ფესტივალი გაიმართა, რომელშიც 120-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

საზეიმო ღონისძიება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ გახსნა. მამუკა წოწერიამ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და მათ მომავალში გასავლელ გზაზე წარმატებები უსურვა.

აღნიშნული ინიციატივა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაზე დააანონსა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი