ხალხი გამოგვყვება, ისინი ხალხის ხმას არ უსმენენ – სანდრა რულოვსი

ხელისუფლება ხალხის ხმას არ უსმენს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა არჩევნების მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.

კახათის 50-ე საარჩევნო უბანზე ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ფაქტს სანდრა რულოვსი გამოეხმაურა და ხელისუფლება გააკრიტიკა.

„ეს უკვე კრიმინალური არ არის, ეს არის არაადამიანური მიდგომა შენი ხალხის. ეს გასკდება, ეს არ შეიძლება არ გაგრძელდეს. ახლა ხალხი უკვე ძალიან გამწარებულია და მართლა ეროვნულ დონეზე არის დასაყვანი და ხალხი გამოგვყვება. ისინი ხალხის ხმას არ უსმენენ, უარყოფენ და მაშინ ჩვენ სხვანაირ ბრძოლაზე, ეროვნულ დონეზე გადავდივართ და ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, აუცილებლად დამეხმარება ივანიშვილის სისტემის მოსაშორებლად და მის გარეშე შეიძლება თავისუფალი არჩევნების დანიშვნა“, – განაცხადა სანდრა რულოვსლმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი