სამეგრელოში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

სამეგრელოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამია.

კერძოდ, უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია: ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, ასევე, სოფელ ლიაში. ხოლო აქტიური კერაა – ეწერში.

მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ტყის ხანძრებზე მობილიზებულია 1500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო სპეც ტექნიკა. სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც გურიასა და რაჭაში მუშაობენ. მათ ჯამში 200-მდე გაფრენა განახორციელეს.

ხანძრის ქრობის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება სრულ ლიკვიდაციამდე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი