ხანძრის შედეგად დაზიანებულ კორცხელის დედათა მონასტერს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია და მასთან არსებული დედათა მონასტერი  მოინახულა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს ხანძრის შედეგად დაზიანებული მონასტრის აღდგენისა და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნების გეგმაზე.

შეგახსენებთ, რომ კორცხელის დედათა მონასტრის შენობა  მიმდინარე წლის 17 მაისს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა. ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის მესამე სართული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი