ხელისუფლება კანაფის კულტივაციის კანონპროექტს უკან გაიწვევს

ხელისუფლება უკან გაიწვევს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს, –  ამის შესახებ, მთავრობის წევრებმა საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არჩევნების თემას ეხება, რადგან არჩევნებმა აჩვენა, საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება კანაფის კულტივაციის კანონპროექტტთან დაკავშირებით.

„ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ფართო კონსენსუსის საფუძველზე. არჩევნებსაც უკავშირდება, შემიძლია გითხრათ. კერძოდ, გუშინ როდესაც ქალბატონი სალომე მის პოზიციასთან დაკავშირებით საუბრობდა, მან თავისი პოზიცია დაასაბუთა იმ შეხვედრებით, რომელსაც ის საარჩევნო პროცესში რეგიონებსა თუ ქალაქებში ატარებდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ის, რაც არაერთხელ დაგვიმტკიცებია, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ამას დავაკონკრეტებ. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება, რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობას, საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება არის ჩვენი პასუხისმგებლობით აღსავსე და ამან განაპირობა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი