გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმა 82-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
,,ხმა მივეცი ნათელ, ევროპულ მომავალს, ცვლილებებს ზუგდიდში. მთელი ქვეყანა დღეს ჩვენ გვიყურებს და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაზროს ეს პასუხისმგებლობა. მეც ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა რულოვსმა.