ხობს თანამედროვე კულტურის სახლი ექნება

ხობს თანამედროვე სტანდარტების კულტურის სახლი ექნება. ამ დროისთვის ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. მთლიანად იცვლება სცენა, შიდა და გარე ინტერიერი, ეწყობა მთავარი დარბაზი, საგრიმიორო, სარეპეტიციო ოთახები,  განათების, გათბობის, წყლის და უსაფრთხოების სისტემები. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ხობში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად დაათავლიერა.

ხობის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება. პროექტის ღირებულება 849 849 ლარია და ის ორ ეტაპად განხორცეილდება.

მიმდინარე სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კომპანიონი“ აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაიოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი