ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამაუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ, მოადგილესთან იასონ შეროზიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ხობში, კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტების სამსახურის ინფორმაციით, შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. მთლიანად იცვლება სცენა, შიდა და გარე ინტერიერი, ეწყობა მთავარი დარბაზი, საგრიმიორო, სარეპეტიციო ოთახები, განათების, გათბობის, წყლის და უსაფრთხოების სისტემები. პროექტის ღირებულება 849 849 ლარია და თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს, ხობი-ახალსოფელი-რკინიგზის სადგურის გზის მშენებლობა, სადაც 10.5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. გზის სავალ ნაწილზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, სრულდება სახიდე გადასასვლელების, ეზოების შესასვლელების მშენებლობა. სარეაბილიტაციო გზა იწყება ქ. ხობში, მდ. ხობის ხიდთან, გაივლის სოფ. მეორე გურიფულს, გაღმა პირველი ხორგას, ახალსოფელს და მთავრდება რკინიგზის სადგურთან. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტების სამსახური, ასევე გიმოზგონჯილის და ზენის გზების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ. საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენში ასფალტის საფართან მოეწყობა წყალსაწრეტი არხები, მილხიდები, ბორდიურები და ეზოებში შესასვლელები, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 859 141 ლარს შეადგენს. ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიმოზგონჯილში, კი 2,4 კილომეტრზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. პროექტის ღირებულება 630 ათასი ლარია.