ხობში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის მონაკვეთზე, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სამართალდამცველია. 

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. ჯერჯერობით, ავარიის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი