ხობში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

ხობში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. დღეს კომპლექსის პროექტის საჯარო განხილვა, ხობის საკრებულოს სხდომათა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მწვრთნელები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, მგფ-ის წარმომადგენლებმა სპორტული კომპლექსის არქიტექტურაზე, დაფინასების წყაროებზე და მშენებლობის პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ხობის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტში გათვალისწინებულია ჭიდაობის, კრივის, ბილიარდის, ჭადრაკის, მკლავჭიდის, კინოს და საკონფერენციო დარბაზების საერთაშორის სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. ასევე მოეწყობა საუნა და სამედიცინო ოთახები.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და მისი ღირებულება 2 მილიონ 500 ათასი ლარია. ხობის გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორ ლევან შონიას მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი