ხურჩაში ჯარისკაცს სავარაუდოდ, იარაღი გაუვარდა და დაიჭრა

ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე განთავსებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი ფეხშია დაჭრილი, რის გამოც ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ჯარისკაცს სავარაუდოდ, იარაღი გაუვარდა.

ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი