მანქანა, რომლითაც დაკავებული გადაჰყავდათ ამოტრიალდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილით სამართალდამცველებს დაკავებული გადაჰყავდათ.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ლიაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებს მამაკაცმა ხელი შეუშალა, რის გამოც სამართალდამცველებს ის განყოფილებაში გადაყავდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის გამოც, სავარაუდოდ, მძღოლმა ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა და გზაიდან გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი