ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა

ხურჩას ადმინისტრაციულ ერთეულში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა. რომელიც პროექტის ,,ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში“ ფარგლებში განხორციელდა. მუზეუმის გახსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, მერიის, საკრებულოს და ,,ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ წარმომადგენელბი ესწრებოდნენ. პროექტს, რომელსაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფონდი ახორციელებს, სამეგრელოსა და გურიის რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მუზეუმებში განთავსდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი