27 ივნისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

გეგმიური  სარეაბილიტაციო  სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

27 ივნისს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო  სამუშაოების  გამო  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 10:00-18:30 საათამდე 1731 აბონენტს  სოფლებში ჭკადუაში, ლია, ყულიშკარი, ჩხორია და მიმდებარე სოფლებში.

ფოთი. 12:00-14:00 საათამდე 117 აბონენტს  წმ.ნინოს, ჭანტურიას, რუსთაველის რკალი, 26 მაისის და მიმდებარე ქუჩებზე.

წალენჯიხა.  11:00-18:00 საათამდე 1161 აბონენტს ქ.წალენჯიხაში   წმ.ნინოს, კვარაცხელიას, სალიას, მეუნარგიას,  ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ მიქავაში.

აბაშა. 11:00-17:00 საათამდე მონაკვეთში  მონაცვლეობით 557 აბონენტს სოფლებში ზანათი, ძველი აბაშა, ონტოფო.

ჩხოროწყუ. 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1947 აბონენტს სოფლებში კირცხი, ქვედა ჩხოროწყუ, ლეწურწუმე, ხაბუმე და მიმდებარე სოფლებში, ქ.ჩხოროწყუში ქებურიას, არახამიას, ქვარცხავას, დიხამინჯიას, ახალაიას  და მიმდებარე ქუჩებზე.

ხობი. 11:30-15:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1299 აბონენტს სოფლებში ზემო ქვალონი, ნოჯიხევი, ხორში, ბია  და მიმდებარე სოფლებში, ქ.ხობში ჭავჭავაძის, დადიანის, ბარათაშვილის, ჭალადიდელის, გუმბაზ მეფის ქუჩების ნაწილში.

სენაკი. 11:35-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლობით 1333 აბონენტს სოფლებში ზანა, ლეძაძამე, გეჯეთი, ნოსირი და მიმდებარე სოფლებს.

მესტია. 10:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით აბონენტების ნაწილს   მესტიაში ბ. ხერგიანის, დ.აღმაშენებლის, ლალაიდის, აკ.გელოვანის, სეტის მოედანი და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ლანჩვალი, ზარგაში, დიზი, ხაიში, იდლიანი, ბარჯაში  და მიმდებარე სოფლებში.

მარტვილი. 11:45-18:00 საათამდე 808 აბონენტს სოფლებში ნაგვაზაო, თამაკონი, ნახურცილაო და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი