ხვალ, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 1 დეკემბერს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

 

ზუგდიდი  – 10:00-18:30 საათამდე დაახლოებით 5453 აბონენტს სოფლებში ორსანტია, კახათი,  რუხი, ყულიშკარი, ჭკადუაში და მიმდებარე სოფლებში. 13:00-18:30 საათამდე 1015 აბონენტს ქ.ზუგდიდში ბერიას, ჩიტაძის, გორკის და მიმდებარე ქუჩებზე, ასვე სოფელ ოდიშის ნაწილში.

წალენჯიხა  – 09:00 დან 18:00 საათამდე 38 აბონენტს დაბა ჯვარი – ნინოშვილის ქუჩაზე.

11:00-18:00 საათამდე 1126 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ქიაჩელის, კალანდიას, რუსთველის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ჯვარში გაფრინდაშვილის ქუჩაზე.

აბაშა – 11:30-17:00 საათამდე 582 აბონენტს  სოფლებში ძველი აბაშა, განკარი, ნორიო, და მიმდებარე სოფლებში.

ფოთი – 11:00-16:00 საათამდე 552 აბონენტს მონაცვლეობით ქ.ფოთში მალთაყვის დასახლება, გურიის, წმ.ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე. 18:00-18:30 საათამდე 352 აბონენტს ბოდრელის, კ.გამსახურდიას, გურიის ჩიხი და მიმდებარე ქუჩებზე.

ჩხოროწყუ – 11:00-16:30 საათამდე  1053 აბონენტს  სოფლებში ნაფიჩხოვო, ჭოღა, ხაბუმე და მიმდებარე სოფლებში, ასევე მარტვილში სოფელი კურზუ.

ხობი – 13:00-18:00 საათამდე 108 აბონენტს სოფლებში ჭალადიდი, ახალი სოფელი.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი