ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი გახდა

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დაამტკიცა.

საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს, ნინო ლომჯარიასა და გიორგი ფოფხაძეს კენჭი დღევანდელ სხდომაზე უყარა.

კენჭისყრის შედეგად, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას 96-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 კი წინააღმდეგ წავიდა. ხოლო გიორგი ფოფხაძემ 20 ხმა მიიღო, წინააღმდეგ კი 27 წავიდა.

პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარია ხუთი წლის ვადით აირჩია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი