რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ ზემო სვანეთს პრობლემები შეუქმნა.
მდინარე ვედურას ადიდების გამო სავალი გზების რამდენიმე მონაკვეთი წყალმა წაიღო, რამაც ხაიშის მიმდებარე 5 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა. სოფელ ნაკში, წვირმინდში, ნანყბულში და ზემო და ქვედა ვედში მისვლა შეუძლებელია, მოსწავლეები სკოლაში ვერ მიდიან, სოფლებში ვერ ადის სასწრაფო დახმარების მანქანები.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ხაიშის რწმუნებულის ინფორმაციით, ზარალის დამთვლელი კომისია უკვე მუშაობს. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.