პროექტის ,,მეწარმეობის როლი გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში” ფარგლებში, პროექტის მონაწილეები ტურით გურიაში იმყოფებოდნენ, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკაში განეხორციელებინათ.
ტურის დაგეგმვაში ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა, ადგილზე ლიდერებთან ერთად საბანაკე ტერიტორია შეარჩიეს, კარვები გაშალეს, პრაქტიკული დავალებები შეასრულეს და სხვადსხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
ტურში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის საქმეთა განყოფილების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
პროექტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ არსებული აღჭურვილობა სხვა ტურებისთვის გამოიყენონ.
პროექტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორები დემოკრატიის განვითარებისათვის” ახორციელებს.