ზუგდიდელი ძალოსანი გოგა ჩხეიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ზუგდიდელი ახალგაზრდა გოგა ჩხეიძე ძალოსნობაში 2018 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, პოლონეთში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ზუგდიდელმა სპორტსმენმა 1 ვერცხლის და 2 ოქროს მედალი მოიპოვა.

გოგა ჩხეიძემ ატაცში 139 კგ დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, აკვრაში თავი 174 კილოგრამს გაართვა, ხოლო ორჭიდის ჯამში თავი 313 კილოგრამს მოუყარა, რამაც ორივე დისციპლინაში ოქროს მედლები მოუტანა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი