ზუგდიდელი ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე ევროპის ჩემპიონია

ზუგდიდელმა ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა და იუნიორთა შორის საქართველოს ახალი რეკორდიც დაამყარა. ქართველმა ძალოსანმა გიორგი ჩხეიძის რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა.

 

ჩხეიძემ ატაცში (163, 167, 170) სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა, ასევე წარმატებით იასპარეზა აკვრაში, სადაც 202, 209, 216 დაძლია და აქაც უმაღლესი სინჯის მედალი დაისაკუთრა, ორჭიდის ჯამში კი 386 კილოგრამით კვარცხლბეკის უმაღლესს საფეხურზე ავიდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი