ზუგდიდელმა მამაკაცმა ციხეში თვითდაზიანება მიიყენა

ზუგდიდელი ნიკა ლოგუა დახმარებას ითხოვს. მსჯავდებული სასჯელს ბათუმის მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

მან ოჯახს წერილი გამოუგზავნა, სადაც ციხეში არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობს. პატიმრის დედა ნესტან ცირდავა აცხადებს, რომ მისმა შვილმა თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც 17 ნაკერი ადევს.

მისი თქმით, 25 წლის ნიკაზე, რომელიც სამარტოო საკანშია ზეწოლას ციხის დირექტორი ახდენს.

ნიკა ლოგუა სასჯელს მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისთვის იხდის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი