ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ-ების ხელმძღავნელი პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. რეორგანიზაციის შედეად ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 22 ა(ა)იპ-იდან და 4 შპს-დან 9 ა(ა)იპ და 3 შპს დარჩა.
ა(ა)იპ-ებიდან: „ზუგდიდდასუფთავების ცენტრს“ ნუგზარ მალაშხია უხელმძღანელებს, „კეთილმოწყობის ცენტრს“-ნოე პერტაია, „სპორტის განვითარების ცენტრს“-დავით კვაშილავა, „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების ცენტრს“-ხათუნა თოლორაია, „მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეს“-ნინელი ჭითანავა, „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრს“-ზვიად ქარჩავა, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“-ნანა ოდიშარია, „ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი“-მანუჩარ სამუშია, „აკ. წერეთლის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკას“-მადონა მაქაცარია უხელმძღვანელებს.
ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის საზოგადოებებს: შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“- ბესიკი თოდუა, შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“-ბადრი ნემსაძე, შპს „ზუგდიდაგროსერვისი“-გონელ ნაჭყებია.