ზუგდიდის გამგეობა ნაცატუს ბაღის გამგის განცხადებას ეხმაურება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფელ კორცხელის ნაცატუს უბნის საბავშო ბაღის გამგის ირმა ნაჭყებიასა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

“ნაცატუს ადმინისტრაციული ერთეულის საბავშო ბაღის გამგე ირმა ნაჭყებია თანამდებობიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის ინსპექტირების დასკვნის საფუზველზე აღმოჩენილი სანიტარული დარღვევების გამო გათავისუფლდა. კერძოდ საბავშო ბაღში ერთ-ერთი ინსპექტირების დროს აღმოჩენილ იქნა მღრღნელების მიერ დაზიანებული საკვები პროდუქტები, ვაშლი, ფქვილი და ასევე კვერცხი რომელსაც ვადა ორი თვის წინ გაუვიდა. აღნიშნული გარემოებების არსებობა ადგილზე შედგენილ ოქმზე ხემოწერით დაადასტურა იმ დროისთვის მოქმედმა ბაღის გამგემ ირმა ნაჭყებიამ.

აღნიშნული საბავშო ბაღი შიდა აუდუტის ინსპექტირების დროს გადამოწმების შედეგად ორჯერ იქნა გაფრთხილებული და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული.

სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი პროდუქტების საბავშო ბაღში არსებობის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურმა ა.ი.პ.ი. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს მიმართა რეკომენდაციით ბაღის პასუხისმგებელი პირის მიმართ გამოყენებულ იქნას ცენტრის წესდების მიხედვით დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა” ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაავრცელა. გამგეობის პრესსამსახური ფოტომასალასაც ავრცელებს, რომელიც მათი თქმით, ნაცათუს საბავშვო ბაღშია გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ ნაცატუს ბაღის ყოფილმა გამგემ ირმა ნაჭყებიამ “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში, პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან თენგიზ გუნავასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშით მოხდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი