უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, შემოსული განცხადებების საფუძველზე ოჯახების ანკეტირება დაიწყო.
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი კომისიის წევრებთან ერთად ინგირის, ოირემეს, ახალაბასთუმანისა და დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა, სადაც აღნიშნულ ოჯახებს სტუმრობდა.
კომისიამ განსახილველად 175 განცხადება მიიღო. კომისიის წევრებისგან დაკომპლექტებული 5 ჯგუფი ადგილზე ეტაპობრივად გადაამოწმებს და ოჯახების ანკეტირებას მოახდენს. შემდეგი ეტაპი კი ანკეტირების შედეგების შეჯამება და პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენა იქნება.
მუნიციპალიტეტის გამგეობა 2017 წელს 25 ახალი სახლის მშენებლობას გეგმავს.