ლევან შონია – მოგიწოდებთ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მკაცრად გააკონტროლეთ მუნიციპალური ტენდერები

“მოგიწოდებთ ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მკაცრად გააკონტროლეთ მუნიციპალური ტენდერები”, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, დღეს გამართულ შეხვედრაზე მერებს და გამგებლებს განუცხადა.

გუბერნატორი  განცხადებით, ყოვლად დაუშვებელია, სახელმწიფოს მიერ გადახდილი ფულით კომპანიები ახორცილებდნენ პროექტს და დასაქმებულ ადამიანებს ხელფასს დროულად არ უხდიდნენ. ლევან შონიამ ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მოუწოდა პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საკითხი.

„ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა და შესაბამისი სამსახურის უფროსებმა გამოიჩინეთ სიმკაცრე. ამ საკითხზე ნუ იქნებით ლოიალურები. პირადად თქვენს კონტროლზე აიყვანეთ და პირადად გაუწიეთ მონიტორინგი თითოეულ კომპანიას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ყველა გადაცილებულ დღეზე გქონდეთ მკაცრი რეაგირება. სამწუხაროდ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა ასეთი შემთხვევევბი, რაც მიუღებელია, რადგან თითოეული მუშის უკან მათი ოჯახები დგას. მაქსიმალურად ეცადეთ ეს მანკიერი ფაქტები დროულად აღმოიფხვრას“, – განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

მხარის რწმუნებულმა მოადგილეთან, დათო კოდუასთან ერთად, მერებთან, გამგებლებთან, ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსებთან, მუნიციპალურ ტენდერებზე, დასუფთავების კუთხით არსებულ ვითარებაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი