ზუგდიდის გამგეობის და საკრებულოს პირველი პირები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების საერთო კრებები გრძელდება. ამჯერად, გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია, საკრებულოს თავმჯდომარესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ჭითაწყარის, ურთის, ხეცერისა და აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა, სადაც ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად შიდა გზების მოუწესრიგებლობა, გარე განათებების, სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და  საბავშო ბაღის მშენებლობა დაასახელეს.

გამგეობის და საკრებულოს პირველმა პირებმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს და აღნიშნული პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ. მამუკა წოწერიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხებზე გამგეობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ისინი პროექტების სახით  თითოეულ სოფელში ეტაპობრივად განხორციელდება.

მისივე თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები სხვა სოფლებში და ადმინისტრაციულ ერთეულებში არის დაგეგმილი.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი