ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრის განცხადება

„ჟურნლისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის“ ზუგდიდის გენდერი მედიაცენტრი 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჟურნლისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის“ ზუგდიდის გენდერი მედიაცენტრმა მიმდინარე წლის 9 ნოემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გაზრდის ინიციატივით მიმართა. ამ კატეგორიის ბენეფიციარებზე გასული წლების ბიუჯეტში ყოველწლიურად ერთდჯერადი 500 ლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა იყო გათვალისწინებული. მედიაცენტრის ინიციატივა კი ამ თანხის 800-დან 1000 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა უკვე დაიწყო. ბიუჯეტის სოციალურ ნაწილზე საკრებულოს დღეს 14:00 საათზე უნდა ემსჯელა, თუმცა განხილვა გადაიდო, მიზეზად კი ის გარემოება დასახელდა, რომ პროექტი კორექტირების პროცესშია. პროექტში, რომლის განხილვაც დღეს იგეგმებოდა, ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივა გათვალისწინებული არ იყო. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს, 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, ჩვენი ინიციატივით მარტოხელ დედების დახმარება 100 ლარით გაიზარდა და ნაცვლად ყოველწლიური ერთდჯერადი 200 ლარისა, 300 ლარი შეადგინა. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კი აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებისთვის კვლავ 200 ლარია გაწერილი. დღესვე 14:50 წუთზე მედიცენტრის დირექტორის სახელზე ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილი მოვიდა, რომელშიც ნათვქმია, რომ ორგანიზაციის ინიციატივა 2017 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას განხილული იქნება. ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება ახლადარჩეული გაგებლის ლაშა გოგიას გამოხმაურებას და იმედს იტოვებს, რომ ბიუჯეტის საბოლოო ფორმირებამდე ახალი ინიციატივის განხილვასთან ერთად გადაიხედება მარტოხელა დედების დახმარების საკითხიც და ის კვლავ დაუბრუნდება იმ ნიშნულს (300 ლარი), რომელიც 2016 წელს იყო და არ მოხდება მათთვის ფინანსური დახმარების შემცირება.

                                                                              ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი ლევან სულაშვილი”

კომენტარები

დატოვე კომენტარი