ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარი გაქურდეს

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარი გაქურდეს.

წინასწარი დათვალიერებით, წაღებულია ტრაპეზის ჯვარი, საცეცხლური და მაცხოვრის ხატი.

“ტაძრის კარი არ იკეტებოდა, რადგან მშენებარეა და მშენებლები შედიოდნენ. გალავნის კარი იკეტებოდა, სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იქიდან შემოვიდნენ”, – განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანმა მამა დიმიტრი ვეკუამ.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი