ზუგდიდის მერია 4 სოფელთან დამაკავშირებელი გზების რაებილიტაციას იწყებს

ზუგდიდის მერიამ ოთხ სოფელთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება ჯამში 1,3 მილიონი ლარია.

ტენდერი გამოცხადდა ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარია.

ტენდერი ასევე გამოცხადდა ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში ნარაზენის გზიდან საბეჭვაიოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 200 000 ლარია.

აგრეთვე, ტენდერი გამოცხადდა ალერტკარის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების (გრიგოლიშის ცენტრიდან ზუგდიდი ყულიშკარის საავტომობილო გზამდე მე-2 ეტაპი) შესყიდვაზე.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარია.

ტენდერი გამოცხადდა ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრიდან №1 სასაფლაომდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 300 000 ლარია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი