ზუგდიდის მერიამ გუბერნატორის მოადგილეს ავტომანქანა გადასცა

ზუგდიდის მერიის ბალანსზე მყოფი ავტომობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს ნინო ვიბლიანს უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით გადაეცა. ეს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ნინო ვიბლიანს, რომელიც რეგიონში ზემო სვანეთის კურირებს ამ დრომდე არ ემსახურებოდა სამსახურეობრივი ავტომობილი.

ტოიოტა ლენდ კრუიზერით,  რომელიც ვიბლიანს გადაეცა, მერის მოადგილეობის დროს მაიზარ ნანავა სარგებლობდა.

საკითხს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „ევროპული საქართველო“-ს წევრებმა, მათი განმარტებით მერია თად უნდა განკარგავდეს მის ქონებას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი