ზუგდიდის მერიამ წარმატებულ პედაგოგებს ფულადი ჯილდოები გადასცა

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში 20 წარმატებულ მოქმედ და ყოფილ პედაგოგს უმასპინძლეს.

წარმატებულ პედაგოგებს მერიისგან მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო – 200-200 ლარი გადაეცათ.

“გილოცავთ პროფესიულ დღეს, წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა შრომისთვის და შეუფასებელი ღვაწლისთვის. ვამაყობ თქვენს რიგებში ყოფნით“, – მიმართა პედაგოგებს მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ.

პედაგოგებს მასპინძლობა მაიზერ ნანავასთან ერთად მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა გაუწიეს.

მერიაში აცხადებენ, რომ მომავალი წლიდან უწყება პედაგოგებისთვის საინტერესო სიახლეებს გეგმავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი