ზუგდიდის მერია, ნაციონალური მოძრაობის მერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
“ვეხმაურებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რუხში მაცხოვრებელ მრავალშვილიან ოჯახს ეხება.
გავრცელებულ ვიდეომასლაში, ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ნიკა მელია, საუბრობს, რომ მაღლაკელიძეების ოჯახს ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება არ მიუღია.
ნიკა მელიას განცხადება სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს. მაღლაკელიძეებს მიღებული აქვთ მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით განსაზღვრული დახმარება. მერია იცნობს ამ ოჯახის პრობლემას და მათი ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩართვის საკითხიც განხილული აქვს.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, მასალა არ გაავრცელონ ცალმხრივად, რათა მოხდეს მოქალაეების სწორი ინფორმირება”. ნათქვამია განცახდებაში.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლე რუხში მაღლაკელიძეების ოჯახის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მაღლაკელიძეეების სახლიდან კი მელია ადგილობრივ ხელისუფლებას ოჯახის დახმარებას სთხოვდა.