აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, საქართველოს რკინიგზა მატარებლის დამატებით რეისებს ნიშნავს.

რკინიგზის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს (#878/877) 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით ახალი განრიგით იმოძრავებს.

განრიგის მიხედვით, მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 8:50-ზე გავა, სენაკში ჩავა 13:08-ზე. სენაკიდან კი გამოვა 19:45-ზე და თბილისში ჩამოვა 23:59-ზე. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი