ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს. 
ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ყოველდღე შეეძლებათ.
17:00 საათიანი და 20:00 საათიანი მატჩის ჩვენება ბოტანიკური ბაღის საკონფერენციო დარბაზში დიდ ეკრანზე გაიმართება , ხოლო 23:00 საათიანი ჩვენება ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში (საკონფერენციო დარბაზის წინ). 
საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის ჩვენება 20:00 საათზე დაიწყება. ტაიმებს შორის დაგეგმილია ,,ოდოიას” ახალი სიმღერის პრეზენტაცია. ახალგაზრდები ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ,,ოდიშის” მაისურებით უქომაგებენ ეროვნულ ნაკრებს. იქნება სახის მოხატვა.

ცნობისთვის, ბოტანიკურ ბაღში შესვლა 19:30-დან უფასოა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი