ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ესართია თანამდებობიდან გათავისუფლეს. ინფორმაციას მერიაში ადასტურებენ, თუმცა თემის დეტალებზე არ საუბრობენ.
ნუკრი ესართია, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის ყოფილი მერის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე დაკითხეს. შეგახსენებთ, რომ საქმეზე სუსმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. ამ საქმეზე ლაშა გოგია და მერიის თანამშრომლები დაკითხეს.
ნუკრი ესართია ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანებამდე ქალაქ ზუგდიდის მერიაში ზედამხედველობის სამსახურის უფრსად მუშაობდა.