პოლიეთილენის პარკების აკრძალვის შემდეგ ბიოპარკები უფრო ძვირი ეღირება

პოლიეთილენის პარკებთან შედარებით ბიოპარკების შეძენა შედარებით ძვირი ეღირება.

ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურს უფროსმა ალვერდ ჩანქსელიანმა განაცხადა, რომლის თქმით, ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება შედარებით უფრო ძვირია და „გარკვეულწილად ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ფასის ზრდას“.

 

„ჩანაცვლება უნდა მოხდეს ბიოდეგრადირებადი პარკებით, რომელიც ბუნებაში სრულად და სწრაფად იშლება და იმ პრობლემებს არ წარმოქმნის, რასაც პლასტიკის პარკები. როდესაც საუბარია ბიოდეგრადირებულ პარკებზე, მისი წარმოება შედარებით უფრო ძვირია და გარკვეულწილად ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ფასის ზრდას, მაგრამ პლასტიკის პარკის ზიანი იმდენად მაღალია, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ეკოლოგიისა და ადამიანის ჯანმრთელობის სასარგებლოდ“, – აღნიშნა ჩანქსელიანმა.

ცნობისთვის, 1 ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი