ზუგდიდის მერობისთვის 4 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი იყრის.

კანდიდატებმა და მათმა მხარშამჭერმა ჯგუფებმა განცხადებები საარჩევნო კომისიაში უკვე წარადგინეს.

მუნიციპალიტეტის მერობა ზვიად სიჭინავას, თენგიზ ჯგუშიას, დათო თორდიას, გოგიტა ბიგვავას და მალხაზ ქუჩულორიას სურდათ, თუმცა მოგვიანებით ქუჩულორიამ რადიო “ათინათს” განუცხადა, რომ ფინანსების გამო საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ვერ შეძლებს და უარს ამბობს კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

მერობის მსურველებმა 9 აპრილამდე უნდა წარადგინონ მხარდამჭერთა სიები.

ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი